• 25-07-2023
    არაბეთი თუ "რეალი" - მბაპემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
    არაბეთი თუ "რეალი" - მბაპემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

    უკვე რამდენიმე დღეა, რაც კილიან მბაპეს გარშემო არსებული მდგომარეობა მედიის მთავარი განსახილველი საკითხია.

    ეს თემა დღეს კიდევ უფრო წამოიწია წინა პლანზე, ვინაიდან საქმეში საუდის არაბეთი ჩაერთო, რომელიც მზად არის ფრანგის ტრანსფერში ასტრონომიული ინვესტიცია დააბანდოს.

    ყველა ხარჯის გათვალისწინებით, საუბარია 1 მილიარდზე, რაც დიდი სიგიჟეა.

    Diario AS-ის ინფორმაციით, მბაპესთვის კარიერის არაბულ კლუბში გაგრძელება გამორიცხულია. 

    კილიანის გადაწყვეტილება ნათელია, თუ "პსჟ"-ს მისი გაყიდვა სურს, მყიდველი მხოლოდ "ბლანკოსი" უნდა იყოს, რადგან მბაპეს ერთადერთი სურვილი კარიერის მადრიდში გაგრძელებაა.

    Facebook კომენტარები