• 25-07-2023
    "ჰამრუნის" თავკაცი: "დინამოს" წინააღმდეგ ამას ვეცდებით"
    "ჰამრუნის" თავკაცი: "დინამოს" წინააღმდეგ ამას ვეცდებით"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "დინამოს" დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ელის, სადაც გუნდი სტუმრად მალტურ "ჰამრუნ სპარტანსს" დაუპირისპირდება.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ჰამრუნის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო ძაურიმ ხაზი გაუსვა, რომ თავისი გუნდის შესაძლებლობების სწამს.

    "ვიცი, რომ ვეთამაშებით "დინამო თბილისს" - ძალიან სწრაფ და ორგანიზებულ გუნდს. მიუხედავად ამისა, ვიმუშავებთ, რათა პირველ მატჩში საუკეთესო შედეგი დავაფიქსიროთ.

    ჩემი გუნდის პოტენციალში დარწმუნებული ვარ," - თქვა ძაურიმ, რომელსაც იტალიის ნაკრებში 5-ჯერ აქვს ნათამაშები.

    "სპარტანსისა" და "დინამოს" პირველი ჯახი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებულს მესამე ეტაპზე უნგრულ "ფერენცვაროშსა" და ირლანდიურ "შემროკ როვერსს" შორის უფრო ძლიერი ელოდება.

    Facebook კომენტარები