• 26-07-2023
    პოსტეკოგლუ: "რიჩარლისონი ყოველთვის საჭირო ადგილზეა"
    პოსტეკოგლუ: "რიჩარლისონი ყოველთვის საჭირო ადგილზეა"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემმა" აზიის ტურნე გამარჯვებით დაასრულა - "დეზებმა" "ლაიონ სიტი სეილორსს" ანგარიშით 5:1 მოუგეს.

    მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "სპურსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, რიჩარლისონი გახლდათ. მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა რიჩარლისონმა ორი გოლი 80-წუთიან მონაკვეთში შეაგდო, ჰეთ-თრიქი კი კომპენსირებული წუთების მიმდინარეობისას შეასრულა.

    26 წლის შემტევი "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაქო.

    "რიჩარლისონი ძალიან მომწონს. ის ყოველთვის საჭირო ადგილზეა.

    მის გასაცნობად საკმარისი დრო მქონდა. რიჩარლისონი ნამდვილად შედის იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებთან ერთად მუშაობასაც მოუთმენლად ველი. გონებაში წარმოვიდგენ ხოლმე, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები ჩემთვის სასურველ ფეხბურთს. რიჩარლისონს ეს შეუძლია," - თქვა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ რიჩარლისონი "დეზებმა" 2022 წლის ზაფხულში შეიძინეს და "ევერტონს" მასში 60 მილიონი ფუნტი გადაუხადეს. გასული სეზონი ბრაზილიელისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან 35 მატჩში სულ 3 გოლი შეაგდო.

    Facebook კომენტარები