27-07-2023
TOP 5 - ვის მაისურებს ყიდულობენ "ბარსას" ომაგები ყველაზე მეტად
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" 2023/2024 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა.
ფორმა ოფიციალურ მაღაზიებში უკვე იყიდება, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ კი "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა იგი პირველად მოირგეს.
რამდენიმე კვირის წინ დაიწყო "ბარსას" ძირითადი, ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის გაყიდვაც.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად, გულშემატკივრები ყველაზე მეტად შემდეგი 5 ფეხბურთელის მაისურებს ყიდულობენ:
1. პედრი გონსალესი
2. პაბლო გავი
3. ფრენკი დე იონგი
4. რობერტ ლევანდოვსკი
5. რონალდ არაუხო
აქვე გეტყვით, რომ მესამე, ზურმუხტისფერი ფორმას კლუბი აგვისტოს ბოლოს წარადგენს.
Facebook კომენტარები