• 28-07-2023
    შეთანხმება შედგა - კილიან მბაპე "რეალში" გადასვლას უახლოვდება
    შეთანხმება შედგა - კილიან მბაპე "რეალში" გადასვლას უახლოვდება
    Author of the article
    Aa

    კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს - იტყობინება ცნობილი გამოცემა "Marca".

    ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ვარსკვლავი "ბლანკოსის" რიგებში მიმდინარე ზაფხულშივე გადავა.

    რამონ ალვარეს დე მონის ცნობით, ფრანგულმა და ესპანურმა გრანდებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

    როგორც ირკვევა, "სამეფო კლუბი" 24 წლის შემტევის სანაცვლოდ 230 მილიონ ევროს გადაიხდის და ამ თანხის გარკვეული ნაწილით "პსჟ" კილიანის ბონუსებს დაფარავს.

    აქვე გეტყვით, რომ მბაპემ რამდენიმე დღის წინ არაბების ზღაპრულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და ევროპაში დარჩენა არჩია.

    Facebook კომენტარები