• 28-07-2023
    არტეტამ ჩავის შეთანხმება დაურღვია - საინტერესო ამბავი
    არტეტამ ჩავის შეთანხმება დაურღვია - საინტერესო ამბავი
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალთან" წაგებული მატჩის შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ "მეთოფეებმა" მისთვის მოულოდნელი ინტენსივობით ითამაშეს და ისეთი შთაბეჭდილება დატოვეს, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ასპარეზოდნენ.

    43 წლის სპეციალისტის ეს განცხადება ბევრს ეუცნაურა, მაგრამ El Larguero-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბევრ რამეს ჰფენს ნათელს.

    ლოს ანჯელესის სტადიონზე მოედნის საფარი რომ ცუდ მდგომარეობაში იყო, ეს იმთავითვე ცხადი გახლდათ. გახსოვთ ისიც, რომ ამის გამო მატჩი ნახევარი საათით გადაიდო.

    წყაროს თანახმად, ჩავისა და "არსენალის" თავკაცს, მიკელ არტეტას სწორედ საფარის მდგომარეობასთან დაკავშირებით უსაუბრიათ. ტრავმის რისკებიდან გამომდინარე, ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი მატჩის ჩატარებასაც კი საეჭვოდ მიიჩნევდა, თუმცა, საბოლოოდ, ესპანელი სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ეთამაშათ, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, რათა რაიმე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.

    მიუხედავად ამ შეთანხმებისა, ინგლისელებს თავი არ დაუზოგავთ, რამაც ჩავის გაოცება გამოიწვია.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "ბარსას" უხვგოლიანი შეხვედრა ანგარიშით 5:3 დასრულდა.

    Facebook კომენტარები