• 29-07-2023
    დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამართვას გერმანიაში აპირებს - რა არის ამის მიზეზი
    დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამართვას გერმანიაში აპირებს - რა არის ამის მიზეზი

    როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ყველა უკრაინული გუნდი სხვადასხვა ქვეყნებში ატარებს მატჩებს. 

    გასულ სეზონში ისინი სახლის მატჩებს ვარშავაში ატარებდნენ, თუმცა ამჯერად ისინი გეგმებს ცვლიან, ამის მიზეზი კი ის არის რომ ვარშავის "ლეგია" შესაძლოა კონფერენს ლიგაზე მოხვდეს, რაც ავტომატურად მიშნავს იმას, რომ მთავარ არენაზე ისინი ითამაშებენ.

    მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის "შახტარი" მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო შეხვედრების გამართვას გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გეგმავს.

    უკრაინის ჩემპიონებმა ჰამბურგი იმიტომ აირჩიეს, რომ ის ერთ-ერთი ქალაქია რომლის გუნდიც ევროტურნირებზე არ ასპარეზობს, ამასთანავე "იმტეხ არენა" 51,000 გულშემატკივარს იტევს.

    Facebook კომენტარები