• 29-07-2023
    "ბარსას" ლო ჩელსო მოსწონს - ვინ შეიძლება ჩართონ ტრანსფერში
    "ბარსას" ლო ჩელსო მოსწონს - ვინ შეიძლება ჩართონ ტრანსფერში
    Author of the article
    Aa

    ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონამ" ლონდონის "ტოტენჰემიდან" შეიძლება ჯოვანი ლო ჩელსო წამოიყვანოს, თუ ტრანსფერში ფრანკ კესიეს ან კლემან ლანგლეს ჩართავს.

    "დეზებს" კოტ-დ'ივუარელი ნახევარმცველიც და ფრანგი მცველიც ძალიან მოსწონთ. "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებებს ისინი უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებენ.

    ლანგლეს ლონდონში გადაბარგებას ხელს ის უშლის, რომ "ბარსა" მას 15 მილიონ ევროდ აფასებს, "ჰოთსპური" კი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

    რაც შეეხება კესიეს, 26 წლის შუახაზელისთვის კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელება სასურველი შესაძლებლობაა. ფრანკს ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებას "ტოტენჰემში" გადასვლა ურჩევნია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ჩავი "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას შემტევი ნახევარმცველის მოყვანას სთხოვს, ლო ჩელსო კი ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად განიხილება.

    ცნობისთვის, 29 წლის არგენტინელი "ტოტენჰემიდან" "ვილიარეალში" იყო განათხოვრებული. გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები