• 29-07-2023
    ოფიციალურად: ნიკო გონსალესი "პორტუს" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: ნიკო გონსალესი "პორტუს" ფეხბურთელია

    20 წლის ესპანელი ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის "ბარსელონადან" "პორტუში" გადაბარგება ოფიციალურად დადასტურდა.

    "დრაკონებმა" ნიკოში "ბლაუგრანას" 8.4 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    საინტერესოა, რომ კატალონიური გრანდი გონსალესის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას ინარჩუნებს. ეს უფლება კლუბს 2025 წლამდე ექნება.

    გარდა ამისა, ესპანელი შუახაზელის მომდევნო ტრანსფერიდან "ლურჯ-ბროწეულისფერნი" თანხის 40-%ს მიიღებენ.

    ნიკომ "პორტუსთან" ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა. მის გამოსასყიდად თანხად 60 მილიონი ევრო განისაზღვრა.

    შეგახსენებთ, რომ გონსალესმა გასული სეზონი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარა. "ბარსას" პირველ გუნდში მას 37-ჯერ აქვს ნათამაშები. თავი 2 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები