• 30-07-2023
    ჩავიმ "ბარსელონას" 2 ტრანსფერი მოსთხოვა
    ჩავიმ "ბარსელონას" 2 ტრანსფერი მოსთხოვა

    ჩავიმ "ბარსელონას" კიდევ ორი ტრანსფერი მოსთხოვა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან კორეასი.

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს გუნდში მარჯვენა მცველისა და შემტევი ნახევარმცველის მიყვანა სურს. "მაესტროს" ფავორიტები ივან ფრესნედა (რეალ ვალიადოლიდი) და ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი) არიან.

    სხვათა შორის, ფრესნედას შესახებ დღეს სხვა გამოცემებმაც დაწერეს.

    Sport-ის მიხედვით, "ბარსა" ივანის თაობაზე მოლაპარაკებებს დააჩქარებს. იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე რჩეულია და კლუბის ხელმძღვანელობაში ამაზე ყველა თანხმდება. 18 წლის ფეხბურთელსაც უნდა კატალონიურ გრანდში გადაბარგება.

    ფრესნედას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ "ვალიადოლიდის" ფლანგელს უფრო დაბალ ფასად შეიძენს.

    რაც შეეხება ბერნარდუს, აქ წინსვლა არ გვაქვს. "მანჩესტერ სიტი" კვლავ უარს აცხადებს პორტუგალიელი ვარსკვლავის გაშვებაზე.

    Facebook კომენტარები