• 01-08-2023
    "თუ გვარდიოლას სურვილი იქნება, კვარაცხელია...", - ბრიტანელი ჟურნალისტი ქართველზე წერს
    "თუ გვარდიოლას სურვილი იქნება, კვარაცხელია...", - ბრიტანელი ჟურნალისტი ქართველზე წერს

    ერთ-ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა, ბენ ჯეიკობსმა "ნაპოლის" ქართველი ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრამსფერხე ისაუბრა:

    "გვარდიოლას სურვილის შემთხვევაში, "მანჩესტერ სიტი" კვარაცხელიას შეძენას შეძლებს, "ქალაქელებს" ამის რესურსი გააჩნიათ, მათ რამდენიმე კვირის წინ დეკლან რაისის სანაცვლოდ 90-მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს. თუმცა გარიგების განხორციელება რთული იქნება, "ნაპოლის" ქართველის გასხვისება არ სურს" 

    "ხვიჩას ნეაპოლელები "კვარადონას" ეძახიან, ისინი კვარაცხელიას მარადონასთან აიგივებენ, რაც მის სათამაშო დონეზე მეტყველებს. ხვიჩას არა მხოლოდ "მანჩესტერ სიტის", არამედ "ნიუკასლსაც" უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, ამ ზაფხულს კვარაცხელიას პრემიერლიგაში გადაბარგება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, თუ ეს მოხდა, ძალიან მომგებიანი იქნება", - განაცხადა ჯეიკობსმა GiveMesport-ის ეთერში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები