• 01-08-2023
    ჩავი "ბარსელონას" უკვე 3 ტრანსფერს სთხოვს
    ჩავი "ბარსელონას" უკვე 3 ტრანსფერს სთხოვს
    ავტორი
    Aa

    ჩავი "ბარსელონას" უკვე 3 ტრანსფერს სთხოვს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან კორეასი.

    აქამდე ვიცოდით, რომ "მაესტროს" თავის გუნდში ახალი მარჯვენა მცველისა და შემტევი ნახევარმცველის მოყვანა სურდა, ამ სიას კი ახლა ფლანგის შემტევიც დაემატა.

    ცხადია, გარემარბის დამატების საჭიროებას უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება აჩენს.

    MD წერს, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი სამწვრთნელო შტაბმა გამორიცხა.

    კატალონიურ გრანდს გუშინ ლეროი სანე (ბაიერნი), ალექსის სანჩესი (უკლუბო), იანიკ ფერეირა კარასკო (ატლეტიკო) და კიდევ რამდენიმე შემტევი დაუკავშირეს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფერი თქმულა.

    Facebook კომენტარები