• 24-05-2022
    დიბალა, სოლერი, გერეირო - რას აპირებს "ბარსა" მათთან დაკავშირებით
    დიბალა, სოლერი, გერეირო - რას აპირებს "ბარსა" მათთან დაკავშირებით

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, სერგი სოლემ "ბარსელონასთან" დაკავშირებული 3 ფეხბურთელის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.


    პირველი პაოლო დიბალაა, რომელიც "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, თუმცა, როგორც სოლე წერს, "ბლაუგრანა" ამით სარგებლობას არ გეგმავს:


    "ბარსელონას" დიბალას სიტუაცია კარგად აქვს შესწავლილი, თუმცა მისი დამატების შანსი თითქმის არ არსებობს. პაოლოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "ინტერ მილანია".


    "ბარსელონას" გარემარბი და ცენტრფორვარდი სჭირდება და არა დიბალას პროფილის ფეხბურთელი."


    ესპანელმა ჟურნალისტმა გამორიცხა "ვალენსიას" ნახევარმცველის, კარლოს სოლერის ტრანსფერიც:


    "ბარსელონა" არ განიხილავს კარლოს სოლერს ფრენკი დე იონგის შესაძლო შემცვლელად, თუ ნიდერლანდელი გუნდს ზაფხულში დატოვებს."


    სამეულიდან ერთადერთი, რომლის "კამპ ნოუზე" ხილვის შანსს სოლე რეალურად მიიჩნევს, "ბორუსია დორტმუნდის" მარცხენა მცველი, რაფაელ გერეირო გახლავთ:


    "რაფაელ გერეირო "ბარსას" შესთავაზეს და მისი სახელი კლუბის რადარზე ისევ იძებნება.


    პორტუგალიელი ფლანგელი 2023 წელს თავისუფალი აგენტი ხდება. კატალონიური გრანდის მწვრთნელებს ის ძალიან მოსწონთ."


    Facebook კომენტარები