• 14-08-2023
    ინიგო მარტინესი თამაშს 1 კვირაში შეძლებს
    ინიგო მარტინესი თამაშს 1 კვირაში შეძლებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ ინიგო მარტინესი სათამაშოდ მზად ერთ კვირაში იქნება, - იუწყება აშრაფ ბენ აიადი.

    32 წლის მცველმა გასული სეზონის ბოლოს ოპერაცია ჩაიტარა. სწორედ ამიტომ გამოტოვა მან "ბლაუგრანას" წინასასეზონო ტურნე და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჯერ 1 წუთიც კი არ უთამაშია.

    "ბარსაში" ინიგოს მდგომარეობის შესახებ უკვე ნერვიულობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ტერფის ტკივილი მას მალე საერთოდ აღარ შეაწუხებს.

    შეგახსენებთ, რომ მარტინესი კატალონიელებმა ბილბაოს "ატლეტიკიდან", თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. მან კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

    Facebook კომენტარები