• 16-08-2023
    "ბარსა" "ჩელსი" და "დორტმუნდი", დიახ, ეს სიმართლეა", - რას ამბობს ვაისი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით
    "ბარსა" "ჩელსი" და "დორტმუნდი", დიახ, ეს სიმართლეა", - რას ამბობს ვაისი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით

    ბრატისლავა “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” ფეხვურთელზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა:

    “როდესაც 18-19 წლის იყო ერთა ლიგის ჯგუფი თითქმის მარტო მოიგო, როდესაც 4 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა. სამწუხაროდ, თითქმის 3 წლის წინ ჯვარედინი მყესების ოპერაცია გაიკეთა, რამაც განვითარებაში ხელი შეუშალა. წარსულში მისი შეძენა “ბარსელონას”, “ჩელსისა” და “დორტმუნდს” სურდათ. დიახ, ეს სიმართლეა. დარმწუნებული ვარ, თუ ჯანმრთელად იქნება, ყველას გაგვახარებს თავისი ლაღი თამაშით”. - განაცხადა ვაისმა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გასულ სეზონში ბრატისლავა “სლოვანის” ღირსებას იცავდა.

    Facebook კომენტარები