• 17-08-2023
    თითქმის გადაწყვეტილია! - ზიეჩი “გალათასარაის” შეუერთდება
    თითქმის გადაწყვეტილია! - ზიეჩი “გალათასარაის” შეუერთდება

    როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის მაროკოელ ფეხბურთელს, ჰაკიმ ზიეჩს “ჩელსიში” თამაში აღარ სურს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიეჩმა “გალათასარაისთან” შეთანხმებას მიაღწია.

    ზიეჩმა მუხლის დაზიანების გამო “ალ-ნასრიში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, თურქეთში შიშობენ, რომ “გალათასარაიშიც” იგივე არ მოხდეს.

    ცნობისთვის, ჰაკიმ ზიეჩმა “ჩელსის” მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები