09-06-2022

ანჩელოტიმ პერესს ფაბიან რუისის ტრანსფერი შეუკვეთა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 2022 წლის ზაფხულის სატრაბსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომჩუამენი და რუდიგერი მომდევნო სეზონს "ბლანკოსის" რიგებში შეხვდებიან, გუნდი კი გაჩერებას არ აპირებს.
Defensa Central-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს კიდევ ერთი ტრანსფერი შეუკვეთა.
ირკვევა, რომ იტალიელ სპეციალისტს მადრიდული გრანდის რიგებში ფაბიან რუისის ხილვა სურს, რომელიც "ნაპოლიდან" წასვლას განიხილავს.
წყაროს მტკიცებით, რუისის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა, თუმცა ნეაპოლელები თანახმა არიან, მას 40 მილიონ ევროდაც შეელიონ.
Facebook კომენტარები