• 18-08-2023
    დესტს "პსვ" და "ნიცა" უმიზნებენ
    დესტს "პსვ" და "ნიცა" უმიზნებენ
    Author of the article
    Aa

    "პსვ ეინდოჰოვენი" სერჟინიო დესტის ტრანსფერის დახურვას ცდილობს, - იუწყება მატეო მორეტო.

    ნიდერლანდურ კლუბს "ბარსელონასთან" შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა.

    "პსვ-მ" უნდა იჩქაროს, რადგან სერჟინიოთი სხვა კლუბიცაა დაინტერესებული. Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, უკანასკნელ საათებში ამერიკელს "ნიცადან" დაუკავშირდნენ.

    ფრანგული გუნდი 23 წლის მარჯვენა მცველის გადაბირებას ასევე ლამობს.

    ცხადია, "ბარსას" დესტის გაყიდვა ურჩევნია, მაგრამ, დიდი ალბათობით, კლუბი მას იჯარით გაუშვებს.

    Facebook კომენტარები