• 20-08-2023
    მეგა ამბავი - სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კილიან მბაპესთან დაკავშირებით „რეალი“ გიჟურ ნაბიჯს დგამს
    მეგა ამბავი - სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კილიან მბაპესთან დაკავშირებით „რეალი“ გიჟურ ნაბიჯს დგამს
    Author of the article
    Aa

    მას შემდეგ, რაც კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენის" პირველ გუნდში დაბრუნდა, ბევრმა შეიძლება ჩათვალა, რომ ფრანგი მეგავარსკვლავის მადრიდის "რეალში" წელს გადაბარგება გამოირიცხა, თუმცა გერმანული BILD განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბს" კილიანის მიმდინარე ზაფხულს დამატების მცდელობა აუცილებლად ექნება.

    BILD ვარაუდობს, რომ მადრიდული გრანდი "პსჟ-ს" 120 მილიონ ევროს შესთავაზებს.

    შეთავაზება სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, 29 ან 30 აგვისტოს გაკეთდება. ცხადია, ეს ლიგა ერთის ჩემპიონებზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით მოხდება.

    შეგახსენებთ, რომ "პსჟ-ს" მბაპეს წელს გაყიდვა სურდა (თუმცა იმაზე გაცილებით დიდ თანხად, ვიდრე 120 მილიონი ევროა), კილიანი კი გუნდის ახლა დატოვებაზე უარს აცხადებს. სწორედ ამიტომ მოკვეთეს იგი გუნდიდან, მაგრამ მალევე დააბრუნეს. ლიგა ერთის მე-2 ტურში მბაპემ "ტულუზას" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) გოლიც კი გაუტანა.

    25 წლის მეგავარსკვლავს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები