• 27-08-2023
    “კოჩო ვერანინ შეაჩერა” - ესპანურმა მედიამ გიორგი შეაქო
    “კოჩო ვერანინ შეაჩერა” - ესპანურმა მედიამ გიორგი შეაქო

    როგორც მოგეხსენებათ, “ლევანტეს” 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მე-3 ტურის შეხვედრაში “კართაგენას” გაუტანა და თავის გუნდს გმირად მოევლინა.

    ესპანურმა მედიამ გიორგის ამ მატჩის შემდეგ სტატია მიუძღვნა:

    “კოჩო ვერავინ შეაჩერა. კარტაგონოვაზე “ლევანტეს” რიგებში საუკეთესო მოთამაშე სწორედ ქართველი გახლდათ. მან გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის გმირიც გახდა. გიორგი დიდი საკმაოდ გამოცდილი ნახევარმცველია, რომელიც ინტენსიურად იბრძვის ორივე სართულზე. ყვითელი ბარათის გამო ის შეცვალეს, თუმცა დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ხავიერ კალეხას აქვს დასაყრდენი მოედნის ცენტრში, სადაც პაბლო მარტინესის დაბრუნება გადაადგილებებს გამოიწვევს. იქამდე კი ახალი გიორგი ქოჩორაშვილი თავის შანსს იყენებს”. - წერს Plaza Deportiva.

    ცნობისთვის, ქოჩორაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 სექტემბერს “რეალ ოვიედოს” წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები