• 12-06-2023
    ტენ ჰაგს "რეალის" ვარსკვლავის გადაბირება სურს - "იუნაიტედი" 65 მილიონ ევროს ამზადებს
    ტენ ჰაგს "რეალის" ვარსკვლავის გადაბირება სურს - "იუნაიტედი" 65 მილიონ ევროს ამზადებს
    Author of the article
    Aa

    ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფედერიკო ვალვერდეს დამატებას შეეცდება.

    წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს იმით, რომ "რეალი" ახალ ნახევარმცველებს იმატებს, ვალვერდეს ადგილი კი იკარგება.

    24 წლის ურუგვაელს დიდი სათამაშო დრო სჭირდება, ჯუდ ბელინგემის ტრანსფერის შემდეგ კი მას მინდორზე ნაკლები დროის გატარება მოუწევს.

    გავრცელებული ცნობით, "იუნაიტედი" მზად არის, რომ ფედეს სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    ვალვერდეს მადრიდის "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები