• 30-08-2023
    ფატიმ "ტოტენჰემში" გადასვლა გადაწყვიტა
    ფატიმ "ტოტენჰემში" გადასვლა გადაწყვიტა
    Author of the article
    Aa

    ანსუმ ფატიმ გადაწყვიტა, რომ ახალ სეზონში "ტოტენჰემში" ითამაშებს, - იუწყება Mundo Deportivo.

    ახლა "ბარსელონამ" და "სპურსმა" უნდა მიაღწიოს შეთანხმებას. ტრანსფერის განხორციელებისთვის ყველაფერს აკეთებს ანსუს აგენტი, ჟორჟე მენდეში.

    ფატის მამას, ბორი ფატის უნდოდა, რომ მის შვილს "სევილიაში" ეთამაშა, თუმცა 20 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგაში გამოსვლა ისურვა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანი "დეზებს" 1-წლიანი იჯარით შეუერთდება. 

    შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანსუმ 10 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები