• 04-09-2023
    ოფიციალურად: სერხიო რამოსი "სევილიაში" დაბრუნდა
    ოფიციალურად: სერხიო რამოსი "სევილიაში" დაბრუნდა
    Author of the article
    Aa

    ანდალუსიურმა "სევილიამ" სერხიო რამოსის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

    "პარი სენ ჟერმენიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასულმა რამოსმა "დალაქებთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    "ეს განსაკუთრებული დღეა. სახლში დაბრუნება ყოველთვის უზომო სიხარულს აღძრავს.

    დაბრუნებით მოხარული ვარ. ვეცდები, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი რაც შეიძლება მალე შევიტანო. ეს მნიშვნელოვანია," - თქვა 37 წლის მცველმა.

    შეგახსენებთ, რომ სერხიო სევილიას გარეუბანში გაიზარდა. კლუბის აკადემიას იგი 7 წლის ასაკში შეუერთდა. სანამ რამოსი "რეალში" გადაბარგდებოდა (2005 წ.), "სევილიას" მაისურით 50 მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

    ესპანეთის დედაქალაქში მცველმა 16 სეზონი გაატარა და 22 ტიტული მოიგო; მათ შორის 5 ლა ლიგა და 4 ჩემპიონთა ლიგა.

    რაც შეეხება რამოსის პარიზულ კარიერას, იგი ლიგა 1-ის ორი ჩემპიონობითა და საფრანგეთის სუპერთასით შემოიფარგლა.

    Facebook კომენტარები