• 06-09-2023
    "განსაკუთრებით რთული საქართველოსთან სტუმრად გასამართი შეხვედრა იქნება" - კეპამ მატჩზე ისაუბრა და 2 ფეხბურთელი გამოარჩია
    "განსაკუთრებით რთული საქართველოსთან სტუმრად გასამართი შეხვედრა იქნება" - კეპამ მატჩზე ისაუბრა და 2 ფეხბურთელი გამოარჩია

    მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს 8 სექტემბერს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდება.

    მატჩთან დაკავშირებით, ესპანეთის ნაკრების და მადრიდის "რეალის"კარის დარაჯმა, კეპა არიზაბალაგამ ისაუბრა.

    მან შანსები შეაფასა და საქართველოდა 2 ფეხბურთელი გამოარჩია:

    "მომდევნო ორი მატჩი უნდა მოვიგოთ. განსაკუთრებით რთული საქართველოსთან სტუმრად გასამართი შეხვედრა იქნება და ახლა სწორედ ამ თამაშისთვის ვემზადებით.საქართველო არის გუნდი, რომელიც ტაქტიკური გადმოსახედიდან, იტალიის ნაკრებს წააგავს.ქართველებიც სამი ცენტრალური მცველით თამაშობენ და ორი უინგ-ბექი, ძლიერი ბლოკი და ხვიჩა კვარაცხელიას სახით, განსაკუთრებული ან განსხვავებული ფეხბურთელი ჰყავთ, რომელიც ალბათ, მათი საუკეთესო მოთამაშეა"

    "გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში შესანიშნავად გამოიყურება და საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა", - განაცხადა კეპამ.

    Facebook კომენტარები