• 06-07-2022
    ვინ დაარტყამს პენალტებს "ბარსაში", თუ დეპაი წავა - 2 კანდიდატი
    ვინ დაარტყამს პენალტებს "ბარსაში", თუ დეპაი წავა - 2 კანდიდატი

    "ბარსელონას" ნიდერლანდელი თავდამსხმელის, მემფის დეპაის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.


    28 წლის შემტევის შენარჩუნების მომხრედ ჩავი ერნანდესი ითვლებოდა, თუმცა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობაში ბევრი ფიქრობს, რომ მემფისის გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იქნება.


    დეპაის გასხვისება გუნდს ახალი პენალტისტის პოვნის აუცილებლობის წინაშე დააყენებს, რადგან გასულ სეზონში თერთმეტმეტრიანებს სწორედ ნიდერლანდელი ასრულებდა.


    SPORT-ის ინფორმაციით, თუ მემფისი წავა და რობერტ ლევანდოვსკიში ტრანსფერიც შედგება, პენალტებს სწორედ პოლონელი დაარტყამს.


    ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნის" სუპერვარსკვლავის დამატება ვერ მოხერხდა, თერთმეტრიანების შესრულება ფრანკ კესის დაეკისრება.


    შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პენალტის შესრულება ფერან ტორესსაც მოუწია და "ნაპოლისთან" ეს მან ჩინებულად გააკეთა.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა