• 06-07-2022
    ბუსკეტსს კვლავ მესისთან ერთად თამაში სურს
    ბუსკეტსს კვლავ მესისთან ერთად თამაში სურს

    "ბარსელონას" ლეგენდის, სერხიო ბუსკეტსის კატალონიური კარიერა დასასრულს უახლოვდება.


    ოფიციალური დასტური ჯერ არ ყოფილა, თუმცა "ბლაუგრანაში" ყველა ხვდება, რომ მომდევნო სეზონი სერხიოსთვის "კამპ ნოუზე" უკანასკნელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გაბრიელ სანსი ავრცელებს.


    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ცნობით, ბუსკეტსს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაც არ უნდა.


    ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ესპანელი ნახევარმცველის მომდევნო გაჩერება ოკეანისგაღმა იქნება.


    წყაროს თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი კარიერის გაგრძელებას MLS-ში, კერძოდ, დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამიში" აპირებს. ამ გუნდში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ ლეო მესისაც.


    ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის გვერდით ბუსკეტსს 12 წელი აქვს გატარებული. როგორც ჩანს, მას ამ პარტნიორობის აღდგენა სწადია და მაიამისკენ ამიტომაც მიუწევს გული.

    Facebook კომენტარები
    მეტი სიახლის ნახვა