• 12-09-2023
    გრიზმანი: "საუდის არაბეთი? ჩემი მიზანი MLS-ია"
    გრიზმანი: "საუდის არაბეთი? ჩემი მიზანი MLS-ია"
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიიკოს" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აშშ-ს საფეხბურთო ჩემპიონატში თამაშს გეგმავს.

    საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ანტუანს შეკითხვა დაუსვეს იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებმაც საუდის არაბეთს მიაშურეს. გრიზმანმა მათ გაკრიტიკებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი არჩევანი სხვანაირი იქნება.

    "მესმის მათი, ვინც იქ წავიდა სათამაშოდ. ჩვენ ფულის გასაოცარ რაოდენობაზე ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფულს ისედაც გამოვიმუშავებთ, ზოგიერთს თავისი შვილებისა და შვილიშვილების უზრუნველყოფაც სურს. ეს სავსებით გასაგებია. ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ კარგად ითამაშონ და თავიანთი ტალანტი ბოლომდე გამოავლინონ.

    მეც წავალ თუ არა არაბეთში? მე მყავს ოჯახი და სამი შვილი. ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მიზანი MLS-ია," - თქვა 32 წლის ფეხბურთელმა.

    შეგახსენებთ, რომ ანტუანით საუდის არაბული კლუბები გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდნენ, თუმცა "როხიბლანკოს" რვიანმა ევროპის დატოვება არ მოისურვა. არადა, მას სეზონში 50 მილიონ ევროსაც კი სთავაზობდნენ.

    Facebook კომენტარები