

ფიფამ გამოაქვეყნა 2023 წლის საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტები - როგორც მამაკაც, ასევე ქალ ფეხბურთელთა კატეგორიაში.
ცხადია, მთავარ ყურადღებას The Best-ის ჯილდოს ნომინანტები იპყრობენ. ფიფას მიერ დასახელებულ 12 ფეხბურთელს შორის ერთ-ერთი საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაა. ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:
ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი - არგენტინა)
მარსელო ბროზოვიჩი (ინტერი/ალ ნასრი - ხორვატია)
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი - ბელგია)
ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი - ნორვეგია)
როდრი (მანჩესტერ სიტი - ესპანეთი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი - საქართველო)
კილიან მბაპე (პსჟ - საფრანგეთი)
ლეო მესი (პსჟ/ინტერ მაიამი - არგენტინა)
ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი - ნიგერია)
დეკლან რაისი (ვესტ ჰემი/არსენალი - ინგლისი)
ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი - პორტუგალია)
ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა - გერმანია)
საუკეთესო მწვრთნელების ხუთეული ასეთია:
პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)
სიმონე ინძაგი (ინტერი)
ლუჩიანო სპალეტი (ნაპოლი/იტალია)
ენჯ პოსტუკოგლუ (სელტიკი/ტოტენჰემი)
ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)
რაც შეეხება საუკეთესო მეკარის ჯილდოს, მისთვის იბრძოლებენ:
ტიბო კურტუა (რეალი)
ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
იასინ ბონო (სევილია/ალ ჰილალი)
ანდრე ონანა (ინტერი/მანჩესტერ იუნაიტედი)
გულშემატკივრებს სხვადასხვა კატეგორიაში თავიანთი რჩეულებისთვის ხმის მიცემა ფიფას ვებსაიტზე, 6 ოქტომბრამდე შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების შედეგების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე პერიოდი.