• 14-09-2023
    როგორ მოუგო "ბარსამ" "ჩელსის" სატრანსფერო ბრძოლა - დეტალები
    როგორ მოუგო "ბარსამ" "ჩელსის" სატრანსფერო ბრძოლა - დეტალები
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" სენეგალელი ცენტრალური მცველი, მიკაილ ფაიე დაიმატა.

    ფაიეს "ბარსა ატლეტიკში" უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს და შესანიშნავადაც გამოიყურება.

    19 წლის უკანახაზელის შესახებ დღეს საინტერესო ცნობები ტონი ხუანმარტიმ გაავრცელა.

    წყაროს თანახმად, "ბარსას" რომ ტრანსფერი დროულად არ დაეხურა, მიკაილი შეიძლება "ჩელსიში" ან ბელგიურ "გენტში" გვეხილა.

    "არისტოკრატებს" ყველა დოკუმენტი მზად ჰქონდათ, მაგრამ კატალონიელებმა უკან არ დაიხიეს და "მონსტრად" წოდებული ტალანტი მაინც დაიბევეს.

    შეგახსენებთ, რომ ფაიეს ხორვატული კლუბიდან წამოყვანა 1.5 მილიონი ევრო დაჯდა.


    Facebook კომენტარები