• 18-09-2023
    ჩავის მოულოდნელი გადაწყვეტილება - "ანტვერპენთან" კანსელუ დაისვენებს
    ჩავის მოულოდნელი გადაწყვეტილება - "ანტვერპენთან" კანსელუ დაისვენებს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას იწყებს. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" შინ ბელგიურ "ანტვერპენს" მიიღებენ.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი როტაციას მიმართავს.

    წყაროს თანახმად, დიდია შანსი, ინიგო მარტინესმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს. "ბარსას" ახალწვეულის კატალონიურ კარიერაში ეს პირველად მოხდება.

    თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად თერთმეტეულს დაუბრუნდება ილქაი გიუნდოგანიც.

    რაც შეეხება შედარებით მოულოდნელ გადაწყვეტილებას, ეს ჟოაუ კანსელუს ეხება. გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ჩავიმ კანსელუ დაასვენოს და მარჯვენა მცველის პოზიციაზე სერხი რობერტომ ითამაშოს. თუ გავითვალისწინებთ პორტუგალიელის მიერ "ბეტისთან" ჩატარებულ მატჩს, მისი სათადარიგოთა სკამზე დასმა, მიუხედავად მიზეზისა, მაინც უცნაურია.

    "ბარსელონასა" და "ანტვერპენის" მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები