• 22-09-2023
    როკემ სერიოზული ტრავმა მიიღო - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი
    როკემ სერიოზული ტრავმა მიიღო - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი

    კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა, ვიტორ როკემ სერიოზული ტრავმა მიიღო.

    კერძოდ, ბრაზილიელმა შემტევმა "ინტერნაციონალის" წინააღმდეგ მუხლის არეაში დაზიანება მიიღო, რის გამოც მან მოედანი იძულებით დატოვა.

    ბრაზილიელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიაში ახალ ცნობებს ავრცელებენ.

    როგორც ირკვევა, ვიტორის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და ის მინიმუმ სამ თვეს იუქმებს.

    ასე და ამგვარად როკეს 2024 წლამდე მოედანზე დაბრუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

    Facebook კომენტარები