• 22-09-2023
    ვიტსელი: "არაბეთში ფეხბურთელები ფულის გამო მიდიან"
    ვიტსელი: "არაბეთში ფეხბურთელები ფულის გამო მიდიან"
    Author of the article
    Aa

    უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ისეთმა ფეხბურთელებმა მიაშურეს, როგორებიც ქარიმ ბენზემა, ნეიმარი, ნგოლო კანტე, რიად მაჰრეზი, რუბენ ნევეში და სხვები არიან. ყველაფერი კი "ალ ნასრში" კრიშტიანუ რონალდუს წასვლით დაიწყო..

    SPORTFACE ამაზე მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელ ნახევარმცველს, აქსელ ვიტსელს გაესაუბრა. რესპოდენტის შერჩევის მიზეზი მარტივად გამოსაცნობია - ადრეულ ასაკში ევროპის მიღმა თამაშის გამოცდილება არც ვიტსელს დაეწუნება.

    "თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გზა გვაქვს. არ ვამბობ, რომ საუდის არაბეთში წასვლა ცუდია. როცა 27 წლის ვიყავი, სათამაშოდ ჩინეთში წავედი. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება იყო.

    რა თქმა უნდა, იქ ფულის გამო მივდივართ. სპორტულ პროექტზე არ უნდა ვილაპარაკოთ. კარასკომ ეს გააკეთა და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს," - თქვა ვიტსელმა.

    შეგახსენებთ, რომ იანიკ ფერეირა კარასკო არაბულ "ალ შაბაბში" გადავიდა. "ატლეტიკომ" მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. ახალ გუნდში ბელგიელს დებიუტიც ჰქონდა.

    რაც შეეხება ვიტსელს, 2018 წელს იგი "ტიანძინ ტიანჰაიში" გადაბარგდა. ჩინეთში გატარებული 1 წლის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" შეიძინა, ახლა კი "ატლეტიკოს" სასტარტო შემადგენლობის საკვანძო წევრია.

    Facebook კომენტარები