• 26-09-2023
    "ინტერი" ზაფხულში ისკოს დამატებას ეცდება
    "ინტერი" ზაფხულში ისკოს დამატებას ეცდება
    Author of the article
    Aa

    მილანის "ინტერი" მომავალ ზაფხულს ისკოს დამატებას ეცდება, - იუწყება EASTADIO DEPORTIVO.

    ესპანელმა ნახევარმცველმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იყო უკლუბოდ, "ბეტისთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის ზაფხულში ალარკონი თავისუფალი აგენტი გახდება (ცხადია, თუ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივა).

    ისკოს ანდალუსიიდან იანვარში აბარგება არ უნდა, მაგრამ ზაფხულში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

    31 წლის ფეხბურთელი რომ ევროპაში დარჩენას უმიზნებს, ეს ჯერ კიდევ მაშინ გახდა აშკარა, როცა საუდის არაბეთის კლუბების შეთავაზებები უარით გაისტუმრა. როგორც ჩანს, ისკოს კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაში სურს.

    "ინტერს" რომ თავისუფალი აგენტების დამატება ძალიან კარგად გამოსდის, ყველას შესანიშნავად მოგვეხსენება. "ნერაძურის" აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ამ საქმის ექსპერტია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ისკომ ლა ლიგის ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო. იგი პრიმერაში "ბეტისის" მიერ ჩატარებული 6 შეხვედრიდან 4-ში საუკეთესოდ დასახელდა.

    Facebook კომენტარები