• 01-10-2023
    ოფიციალურად - "რეალს" "ნაპოლისთან" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება
    ოფიციალურად - "რეალს" "ნაპოლისთან" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება

    როგორც მოგეხსენებათ, 3 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მეორე ტურში დაუპირსპირდება.

    ბოლო დღეებია მედიაში იწერება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დავიდ ალაბას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და სავარაუდოდ ავსტრიელი გუნდს ვერ დაეხმარება.

    დღეს "ბლანკოსმა" განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც ეს ინფორმაცია დადასტურდა, ალაბა "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს.

    ასე და ამგვარად კვარას და მის თანაგუნდელებს საქმე გაუმარტივდათ.

    Facebook კომენტარები