• 02-10-2023
    "საზანოვმა  3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა" - "ტორინოს" მწვრთნელი ქართველს აქებს
    "საზანოვმა 3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა" - "ტორინოს" მწვრთნელი ქართველს აქებს

    როგორც მოგეხსენებათ, საბა საზანოვის ახალ კლუბში, "ტორინოში" დებიუტი "ლაციოს" წინააღმდეგ შედგა.

    მისმა მთავარმა მწვრთნელმა, ივან იურიჩმა "ვერონასთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქართველი გამოარჩია:

    "ამ ბიჭში, როგორც სხუურსში, მნიშვნელოვანია მისი დამოკიდებულება საქმისადმი, მას ეს აქვს, ყოველდღე ვუყურებთ ვიდეოებს, ხედავს რა გააკეთა კარგად და რა ცუდად, ვფიქრობ, რომ ამ 3-4 კვირაში კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა,"

    "ასევე იყო თავიდან სხუურსის შემთხვევაშიც. ფეხით თამაშში სამუშაო ბევრია, სისწრაფეზეც, მაგრამ ლაციოსთან უკვე ვნახე რაღაცები, რაც სწორად გააკეთა, რასაც ადრე ვერ აკეთებდა. მას ხვალ თამაში შეუძლია", - თქვა იურიჩმა.

    Facebook კომენტარები