• 06-10-2023
    საული: "იყო პერიოდი, როცა ვარჯიშზე მოსვლაც არ მსიამოვნებდა"
    საული: "იყო პერიოდი, როცა ვარჯიშზე მოსვლაც არ მსიამოვნებდა"
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა იმ რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკანასკნელ სეზონებში გამოიარა.

    "ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ცოდნაა, თუ როგორ გადალახო სირთულე. ჩემი ოჯახის სიმშვიდემ და სტაბილურობამ გამაძლებინა.

    იყო პერიოდი, როცა ვარჯიშზე მოვდიოდი და სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ძალიან ცუდი დრო იყო.

    მხარდაჭერა, რომელიც მაშინ მივიღე, როდესაც საქმეები ცუდად მიდიოდა, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა," - თქვა "როხიბლანკოს" ესპანელმა შუახაზელმა.

    საულს "ატლეტიკოში" დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. იგი გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მალევე იქცა, თუმცა ტრავმებმა და ფორმიდან ამოვარდნამ მალე დააკარგვინა ეს სტატუსი. დიეგო სიმეონეს ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი სათადარიგოთა სკამზე უფრო და უფრო ხშირად გვევლინებოდა. ყველაფრის შემომბრუნებლად "ჩელსიში" 1-წლიანი იჯარა იქცა, საიდანაც ნიგესი გაცილებით ძლიერი დაბრუნდა.

    გასულ ზაფხულს ესპანელს საუდის არაბეთში გადაბარგებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ის "ვანდაზე" დარჩა.

    მიმდინარე სეზონი საულმა ჩინებულად დაიწყო - 28 წლის ფეხბურთელს 9 მატჩში 5 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

    Facebook კომენტარები