• 07-10-2023
    "იმისთვის რომ მიქაუტაძე ვათამაშო, ეს უნდა გააკეთოს" - "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის განცხადება
    "იმისთვის რომ მიქაუტაძე ვათამაშო, ეს უნდა გააკეთოს" - "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის განცხადება

    ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გიორგი მიქაუტაძის "აიაქსი" "აეკს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველს სათამაშო დრო კვლავ არ მიუღია.

    მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ამსტერდამელთა მთავარ მწვრთნელს,მორის სტეინს ჰკითხეს თუ რატომ ამჯობინა 73-ე წუთზე აკპომის შეყვანა მიქაუტაძის შეყვანას:

    "აკპომს ცოტა უფრო მეტი სისწრაფე აქვს და ფიზიკურადად უკეთეს ფორმაშია. მოედანზე ფიზიკური ბრძოლა იყო და გადაწყვეტილებაც ამან განაპირობა. მიქაუტაძეც სულ უფრო კარგად წარმოაჩენს თავს, მაგრამ ადგილი მან ჯერ უნდა დაიმსახუროს"

    "ვალვაიკთან შეხვედრაში მსურდა მისი მოედანზე შეშვება, მაგრამ შემდეგ თამაში შეწყდა (მასპინძელთა მეკარის მძიმე ტრავმის გამო). ის განსაკუთრებით კარგი ისეთ თამაშშია, სადაც სივრცეები შეზღუდულია, ამჯერად კი ჩვენ მეტი სისწრაფე გვჭირდებოდა", - თქვა აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა.

    Facebook კომენტარები