• 11-10-2023
    "ცუდ ფორმაში მყოფ ქართველებს ტაილანდი მოუგებს" - უცხოურ მედიაში ტაილანდს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ
    "ცუდ ფორმაში მყოფ ქართველებს ტაილანდი მოუგებს" - უცხოურ მედიაში ტაილანდს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

    როგორც მოგეხსენებათ, 12 ოქტომბერს 20:00 წუთზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ტაილანდს უმასპინძლებს.

    უცხოურ მედიაში ამ მატჩის პრევიუები ვრცელდება, სადაც ვარაუდობოენ, რომ ცუდ ფორმაში მყოფ ქართველებს ტაილანდელები დაამარცხებენ:

    "ბოლო სამ შეხვედრაში საკუთარ კარში მიღებული 11 ბურთი საგანგაშო მაჩვენებელია, რაც ვილი სანიოლის გუნდის თავს ხდება. უკვე მომდევნო მატჩი, კვიპროსის ნაკრებთან, ოფიციალურია, რომელსაც გულშემატკივრები უკვე სერიოზულად მიუდგებიან და წარმატებას მოითხოვენ"

    "ტაილანდის ნაკრები ბოლო დროს კარგ ფორმაშია. მწვრთნელმა ალექსანდრ პოლკინგმა შესაბამის ტაქტიკას მიაგნო და ცვლილებებს არ ველით. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, გადახალისება მოსალოდნელია. ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც ნორვეგიაში გაიტანა, ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს" 

    სავარაუდო ანგარიში: 

    საქართველო - ტაილანდი 0:2

    "საქართველოს ნაკრებისთვის შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია, რისთვისაც მათ იმპულსი სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ტაილანდელები ქართველებზე უკეთეს ფორმაში არიან და თავიანთი შეტევითი უნარების გამოყენებას შეძლებენ", - იწერება უცხოურ მედიაში.

       

    Facebook კომენტარები