• 15-10-2023
    "ბარსელონამ" ფელიქსის გამოსყიდვა გადაწყვიტა
    "ბარსელონამ" ფელიქსის გამოსყიდვა გადაწყვიტა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" უკვე გადაწყვიტა, რომ ჟოაუ ფელიქსი ამ სეზონის შემდეგაც შეინარჩუნოს, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ფერან კორეასი.

    სეზონის განმავლობაში კატალონიური გრანდი მადრიდის "ატლეტიკოს" შეთავაზებით მიმართავს, რათა პორტუგალიელი თავდამსხმელის მათთვის მიყიდვაში დაარწმუნოს.

    ჟოან ლაპორტაც და დეკუც მხარს უჭერენ ფელიქსის მომდევნო ზაფხულში შეძენას.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი "ბლაუგრანაში" მშრალი იჯარითაა გაშვებული. გავრცელებული ცნობების მიხედვით, "როხიბლანკო" მის 80 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.

    ჟოაუმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები