• 15-06-2023
    "ტოტენჰემი" ლანგლეს არ გამოისყიდის
    "ტოტენჰემი" ლანგლეს არ გამოისყიდის
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ბარსელონადან" კლემან ლანგლეს არ გამოისყიდიან.

    პრემიერლიგურ კლუბში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ფრანგი უკანახაზელი "ბლაუგრანას" უბრუნდება.

    არადა, პრესაში ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ "დეზები" კლემანის გამოსყიდვას აპირებდნენ. სავარაუდო თანხად 15-16 მილიონი ევრო სახელდებოდა.

    27 წლის ცენტრალურმა მცველმა "ტოტენჰემის" მაისური 35 ოფიციალურ მატჩში მოირგო. თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

    "ბარსელონას" კლემანის შენარჩუნება არ სურს, ამიტომ კლუბს მისთვის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

    Facebook კომენტარები