• 19-10-2023
    "ატლეტიკო" მოლინასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უახლოვდება
    "ატლეტიკო" მოლინასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უახლოვდება
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკო" ნაუელ მოლინასთან ახალი კონტრაქტის შეთანხმებას უახლოვდება, - იუწყება Marca.

    "ინდიელებს" სურთ, რომ არგენტინელ ფლანგელს ხელშეკრულება 2027 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივონ. გაიზრდება ნაუელის გამოსასყიდი თანხაც, რომელიც ახლა 90 მილიონ ევროს შეადგენს.

    "როხიბლანკოს" სიჩქარის მიზეზს მოლინას მსურველების რაოდენობა წარმოადგენს. უკანასკნელ სატრანსფერო ფანჯრებზე 25 წლის მარცხენა მცველის შეძენას "ბარსელონა" ცდილობდა. არგენტინელის მომავალში გადაბირებაზე ფიქრობენ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტიც".

    აქედან გამომდინარე, "ატლეტიკო" ყველაფერს გააკეთებს, რომ ნაუელი კიდევ დიდი ხნით დაიბევოს.

    არგენტინელი მადრიდულმა გრანდმა 2022 წლის ზაფხულში, "უდინეზედან" შეიძინა. "ზებრებს" მაშინ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში მოლინამ თავი 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები