• 23-10-2023
    ოფიციალურად: "აიაქსმა" მორის სტეინი გაუშვა
    ოფიციალურად: "აიაქსმა" მორის სტეინი გაუშვა
    Author of the article
    Aa

    ამსტერდამის "აიაქსმა" მორის სტეინი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    "ამ დილით ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად დავჯექი და საუბარი შუადღემდე გაგვიგრძელდა. მივედით იმ დასკვნამდე, რომ "აიაქსისთვის" საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ ესაა, მიუხედავად ჩემი სინანულისა.

    ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერს ვაკეთებდი, რათა "აიაქსი" იმ სიმაღლეზე დამებრუნებინა, სადაც მისი ადგილია. ეს არ გამომივიდა. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებსა და აქ მომუშავე ადამიანებს. 

    იმედს ვიტოვებ, "აიაქსი" მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე მალე დადგება," - თქვა ნიდერლანდური გრანდის აწ უკვე ყოფილმა მესაჭემ.

    სტეინი "აიაქსში" როტერდამის "სპარტადან", გასული სეზონის დასრულების შემდეგ მივიდა. "ღვთის შვილებთან" მას კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებდა.

    შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტის გაწვრთნილმა "აიაქსმა" კლუბის ისტორიაში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. გუნდი ახლა ნიდერლანდების ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა და ლიდერ "პსვ-ს" 22 ქულით ჩამორჩება. დიდად კარგი მდგომარეობა "აიაქსს" არც ევროპა ლიგაზე აქვს, რომლის B ჯგუფის 2 ტურში სულ 2 ქულა აიღო და ახლა მე-3 პოზიციას ამაგრებს.

    Facebook კომენტარები