• 16-06-2023
    რაფინია: "ბარსელონაში" ბევრი წლით დარჩენა მინდა"
    რაფინია: "ბარსელონაში" ბევრი წლით დარჩენა მინდა"
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონას" 26 წლის გარემარბმა რაფინიამ ბრაზილიურ Club del Deportista-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მრავალ საკითხს შეეხო.

    გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული ინტერვიუდან:

    "ბარსელონაში" დავრჩები. შემდეგ სეზონშიც და იმის შემდეგ სეზონშიც. კონტრაქტით კლუბთან ბევრი წელი მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ აქ თამაშს მათი ამოწურვის შემდეგაც გავაგრძელებ."

    "ბარსელონა სიყვარულის ქალაქია. ბრაზილიელები აქ ძალიან ბედნიერები არიან."

    "ჩემი პირველი 6 თვე ძალიან რთული იყო. სეზონის სტარტზე ცოტა გოლი და ასისტი მქონდა და გუნდის წარმატებაში წვლილი ვერ შემქონდა. საბედნიეროდ, ამის მერე უკეთ ავთამაშდი. ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ."

    "როცა ფეხბურთელი "ბარსელონაში" მოდის, მომდევნო სეზონისთვის მიზანი ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაა."

    "გვყავს მწვრთნელი, რომელმაც "ბარსას" სათამაშო სტილი იდეალურად იცის და კლუბს იცნობს. ჩავიმ თავიდანვე იცოდა, რისი გაკეთება შეეძლო ამ შემადგენლობასთან ერთად."

    შეგახსენებთ, რომ რაფინია კატალონიურმა გრანდმა 2022 წლის ზაფხულში შეიძინა. "ლიდს იუნაიტედს" "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 58 მილიონი ევრო გადაუხადეს. გასულ სეზონში მან თავი 10 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები