• 20-11-2023
    "ეს შეუძლებელია!" - რა თქვა გავიმ ტრავმის სიმძიმის გაგების შემდეგ
    "ეს შეუძლებელია!" - რა თქვა გავიმ ტრავმის სიმძიმის გაგების შემდეგ

    ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მატჩის შემდეგ "ფურია როხაში" არავის ეზეიმებოდა. მიზეზი 19 წლის ვარსკვლავის, პაბლო გავის ტრავმაა.

    "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც მას ფეხბურთს 7-9 თვით ჩამოაშორებს.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის თქმით, როდესაც პაბლოს ტრავმის სიმძიმე შეატყობინეს, გასახდელში მან ცრემლები ვერ შეიკავა.

    "ეს შეუძლებელია, ეს შეუძლებელია! რატომ მე? მე უნდა ვითამაშო," - უთქვამს ატირებულ გავის.

    თანაგუნდელებმა სცადეს, რომ პაბლო დაემშვიდებინათ, თუმცა უშედეგოდ.

    სხვათა შორის, ბარსელონაში გვიან ღამით ჩასულ გავის თან ინიგო მარტინესი ახლდა. "ბარსას" გამოცდილმა მცველმა თავისი ახალგაზრდა გუნდელი მარტო არ გაუშვა, რაც დასაფასებელი ჟესტია.

    Facebook კომენტარები