• 21-11-2023
    "ბარსელონამ" "ატლეტიკოდან" კარგი ამბავი შეიტყო
    "ბარსელონამ" "ატლეტიკოდან" კარგი ამბავი შეიტყო
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკო" მზად არის, რომ ჟოაუ ფელიქსი "ბარსელონაში" კიდევ ერთი სეზონით გაანათხოვროს, - იუწყება SPORT.

    წყაროს თანახმად, "როხიბლანკოში" არ აქვთ იმის სურვილი, პორტუგალიელი თავდამსხმელი შემადგენლობაში დააბრუნონ, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ითამაშებს იგი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში.

    ადრე გაჟღერებული ცნობებიდან შევიტყვეთ, რომ თუ "ბარსას" 24 წლის ფორვარდის გამოსყიდვა მოუნდებოდა, ეს 80 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

    ცხადია, მადრიდელებს ურჩევნიათ, ჟოაუ სამუდამოდ მოიცილონ და ამაში დიდი თანხაც აიღონ, მაგრამ "ბარსელონასთვის" ახლა ყველაზე ხელსაყრელი სწორედ იჯარის გაგრძელებაა.

    შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბლაუგრანას" მაისურით 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 12 სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები