• 24-11-2023
    ვალდიმერ ვაისი: “საქართველო ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოხვდება”
    ვალდიმერ ვაისი: “საქართველო ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად მოხვდება”

    როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში გასვლის შემთხვევაში გადამწყვეტ მატჩს დინამო არენაზე გამართავს.

    საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ვლადიმერ ვაისმა “ჯვაროსნების” შანსები შეაფასა:

    “დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი ოფის შეხვედრაში გაიმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება. გუნდი მშვენივტად თამაშობს, ისინი პირველი მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე პლეი ოფის საშუალებით გასვლის მეორე მცდელობა წარმატებული იქნება. ჩემი საქართველოში მუშაობის დროს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ დავმარცხდით.

    ახლა ფეხბურთელებმა მეტი გამოცდილები და კლასი შეიძინეს. დარწმუნებული ვარ, ისინი სასურველ შედეგს მიაღწევენ, რითაც ქართველი ერი ბედნიერი იქნება”. - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები