26-11-2023
ჩავის შესაძლო შემცვლელი - "ბარსამ" თვალი ალგუასილს დაადგა
Author of the article
ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ნდობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა კლუბმა მის შესაძლო შემცვლელებზე ფიქრი უკვე დაიწყო.
ჟურნალისტ ალფრედ მარტინესის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება "რეალ სოსიედადის" მესაჭე, იმანოლ ალგუასილი იყოს.
ალგუასილს ბასკურ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და იგი ჯერ არცერთ ვარიანტს გამორიცხავს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ იმანოლის ფეხბურთი "ბარსაში" ძალიან მოსწონთ.
52 წლის სპეციალისტი "რეალ სოსიედადში" 2018 წლიდან მუშაობს. 2021 წელს მან "ჩური ურდინს" კოპა დრო რეი მოაგებინა, მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.
Facebook კომენტარები