30-11-2023
"ბარსელონამ" კანსელუს გამოსყიდვა გადაწყვიტა
Author of the article
"ბარსელონამ" ჟოაუ კანსელუს გამოსყიდვა გადაწყვიტა, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტი" პორტუგალიელ ფლანგელს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
ცხადია, "ბლაუგრანა" ეცდება, რომ მანჩესტერელებს მოთხოვნილი თანხა შეამცირებინოს.
29 წლის ფეხბურთელი "სიტიდან" "ბარსაში" ერთწლიანი, მშრალი იჯარითაა გაშვებული.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში ჟოაუს მონაგარი 3 გოლი და 2 ასისტია.
ტეგები:
Facebook კომენტარები