• 02-10-2022
    ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
    ჩავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო
    Aa

    "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ლა ლიგაში ზედიზედ 18 წაუგებელი გასვლითი მატჩი დაუგროვდა.


    ამ შედეგით "მაესტრომ" მადრიდის "რეალის" ყოფილი თავკაცის, ზინედინ ზიდანის მიერ 2016 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო.


    ჩავის თავისი მიღწევის შესახებ "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ ჰკითხეს.


    "თუ რეკორდებს ამყარებ, მაგრამ ტიტულებს ვერ იგებ, ეს რეკორდები უაზროა. 


    საგარეო შეხვედრებში კარგი შედეგის ქონა აჩვენებს, რომ ეფექტურად ვმუშაობთ, თუმცა თუ ტიტულებს ვერ მოვიგებთ, ამას მნიშვნელობა არ ექნება," - თქვა ჩავიმ.


    შეგახსენებთ, რომ გუშინ "ბარსამ" რობერტ ლევანდოვსკის გოლის წყალობით იმარჯვა.

    Facebook კომენტარები