• 18-06-2023
    "ბარსელონას" ადრიენ რაბიო შესთავაზეს
    "ბარსელონას" ადრიენ რაბიო შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ადრიენ რაბიო შესთავაზეს, - იუწყება ჟერარ რომერო.

    ფრანგი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია, ამიტომ "ბლაუგრანასთვის" შეიძლება საინტერესო ვარიანტი იყოს.

    ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, რაბიოს კანდიდატურა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უკანასკნელ კვირებში შესთავაზეს.

    რომერო "ბარსას" პასუხზე არაფერს ამბობს, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, კლუბი 28 წლის ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესდეს.

    გასული სეზონი რაბიომ "იუვენტუსში" ჩაატარა. მან თავი 11 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები